Share


უმცროსი ჭაბუკების წარმატება ევროპის თასზე

2013-06-17 15:43:37

საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სპეციალური პროგრამით  ემზადება, უნგრეთში გამართულ ევროპის თასზე ვაჟთა და გოგონათა შორის საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

მედლები მოიპოვეს:

ოქრო

ნიკოლოზ კობაიძე (-40კგ), შათირ შერაზადაშვილი (-66კგ), ოთარ გოგიძე (-73კგ), ამირან წიქორიძე (+81კგ)

 

ვერცხლი

ალეკო მამიაშვილი (-50კგ), ალეკო სულაკაძე (-60კგ), ნატა ყიფშიძე (-40კგ), ეთერი ლიპარტელიანი (-52კგ)

 

ბრინჯაო

გიორგი თუთაშვილი (-40კგ), გიორგი მრებრიშვილი (-45კგ), ნუგზარ ტაბლიაშვილი (-55კგ), ნინო მგელაძე (-48კგ), სალომე მჭედლიშვილი (63კგ).

 

სულ საქართველოს ნაკრებიდან ევროპის თასზე 15 წლამდე ასაკის 14-მა ძიუდოისტმა იასპარეზა. უმედლოდ მხოლოდ მარიამ თოდუა (-44კგ) დარჩა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრა დათმო.

უმცროს ჭაბუკთა ნაკრები უნგრეთის ქალაქ გიორში მწვრთნელებმა თამაზ კარიაულმა, გრიგოლ ბოჭოიძე, ნესტორ ხერგიანმა და დავით თევდორაძემ წაიყვანეს

 

შედეგები

მონაწილეები და მედლები