Share


შეკრება მინსკში

2013-06-11 13:04:36

      

      საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც თბილისში სამხრეთ კორეიდან 8 ივნისს ჩამოფრინდა, დღეს დილით ბელარუსში გაემგზავრა. მინსკში ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო შეკრება იმართება.

      საქართველოს ნაკრები ამ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით იქნება:

      ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, ზვიად გოგოჭური, ლევან ჟორჟოლიანი, ადამ ოქრუაშვილი, ნოდარ მეტრეველი, მწვრთნელები ირაკლი უზნაძე და დავით ასუმბანი. შეკრება მინსკში 20 ივნისამდე გასტანს, რის შემდეგაც ქართველი ძიუდოისტები თბილისში დაბრუნდებიან და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებენ

PS: ვარლამ ლიპარტელიანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მინსკში აღარ გაფრინდა და გუნდს ბაკურიანის შეკრებაზე შეუერთდება, რომელიც 25 ივნისს დაიწყება