ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა
რუსეთის ქალაქ ტიუმენში ჩატარებული მასტერსის შემდეგ ცვილლებები მოხდა ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში. ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად რეიტინგი ლიდერი თავის წონაში ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა. მან -81კგ-ში მასტერსზე მესამე ადგილი დაიკავა, რითაც სარეიტინგო 280 ქულა მოიპოვა და რეიტინგის პირველი პოზიცია დაათმობინა ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს. ვარლამ ლიპარტელიანმა კი მასტერსზე მოპოვებული მესამე ადგილით -90კგ-ში პირველობა შეინარჩუნა.
წამყვან პოზიციებზე არიან სხვა ქართველი ძიუდოისტებიც:
-60 კგ-ში მეორე ადგილზე ამირან პაპინაშვილი.
-66კგ-ში მესამეა ლაშა შავდათუაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მასტერსზე არ უასპარეზია
-73კგ-ში მეთხუთმეტეა ზებედა რეხვიაშვილი, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი მე-19.
-81კგ-ში მეშვიდეა ლევან წიკლაური
-90კგ-ში მეთხუთმეტეა ზვიად გოგოჭური
+100კგ-ში ადამ ოქრუაშვილმა მასტერსის მოგების შემდეგ მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა