Share


ადამ ოქრუაშვილმა მასტერსი მოიგო

2013-05-26 22:43:03

ადამ ოქრუაშვილმა რუსეთის ქალაქ ტიუმენში მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა. მანამდე გზიდან ჩამოიცილა კუბელი ოსკარ ბრაისონი და ბრაზილიელი ვალტერ სანტოსი. დღესვე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა. ქართველმა ძიუდოისტებმა მთლიანად შეჯიბრი 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და მედლების რაოდენობით ყველას აჯობეს