პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში დასრულდა ევროპის თასის გათამაშება კადეტთა შორის. +90კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრების წევრი ჯაბა მუმლაძე, რომელმაც 5 შეხვედრა მოიგო.
-52 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა მარიამ ჯანაშვილი. ზედიზედ 5 შეხვედრის მოგების შემდეგ მარიამმა მხოლოდ ფინალი დათმო ფრანგ ასტრიდე გნეტოსთან.
ჩვენი ნაკრები პოლონეთში ერთობლივ შეკრებაზე დარჩება, რომელიც 22 მაისამდე გასტანს.