საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 10 მაისიდან 22 მაისამდე ევროპის ძიუდოს კავშირი საერთაშორისო საწვრთნელ შეკრებას მართავს. 23 მაისს კი ნაკრები თურქეთიდანვე გაემგზავრება რუსეთის ქალაქ ტიუმენში, სადაც 25-26 მაისს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ მასტერსში იასპარეზებს.