Share


9 ქართველი მასტერსზე

2013-05-07 20:26:00

 ახალი რეიტინგის მიხედვით 25-26 მაისს რუსეთის ქალაქ ტიუმენში გასამართ მასტერსზე 9 ქართველი ძიუდოისტი მოხვდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით მასტერსში მონაწილეობა შეუძლია საერთაშორისო რეიტინგის 16 საუკეთესო ძიუდოისტს, თუმცა თუ რომელიმე მათგანი უარს იტყვის ასპარეზობაზე, მონაწილეობის უფლებას მიიღებს რეიტინგის მომდევნო პოზიციაზე მყოფი ძიუდოისტი. ასეთი უფლება შეიძლება მიიღონ საერთაშორისო რეიტინგში პირველ 25 ადგილზე მყოფმა ძიუდოისტებმა. 16 საუკეთესოს შორის მოხვდნენ:

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი

-66კგ - ლაშა შავდათუაშვილი

-73კგ - ზებედა რეხვიაშვილი

-81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური

-90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური

+100კგ - ადამ ოქრუაშვილი

შესაბამისად, მასტერსზე 9 ქართველი ძიუდოისტი გამოვა, რადგან მე-17 პოზიციაზე მყოფი ნუგზარ ტატალაშვილის (-73კგ) მონაწილეობა თითქმის გადაწყვეტილია (არსებული ინფორმაციით ოლიმპიური ჩემპიონი რუსი მანსურ ისაევი ტიუმენში არ იასპარეზებს), ხოლო ბეთქილ შუკვანი მასტერსზე გამოსვლას არ აპირებს. საერთაშორისო ფედერაციის სარეზერვო სიაში აგრეთვე არიან: შალვა ქარდავა (-66კგ, 24-ე), ირაკლი ცირეკიძე (-100კგ, 24-ე) და ლევან ჟორჟოლიანი (-100კგ, 25-ე)