Share


ლევან წიკლაურმა გრან სლემი მოიგო

2013-05-05 18:18:32

 ლევან წიკლაური ბაქოში გამართული გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან დამაჯერებლად დაამარცხა ფრანგი ალან შმიტი, მანამდე კი გზიდან ჩამოიცილა ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩი, ვისთანაც ახლახანს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დამარცხდა. ლევან წიკლაურმა ამ გამარჯვებით გაინაღდა მასტერსზე მონაწილეობა, რომელიც 25-26 მაისს რუსეთის ქალაქ ტიუმენში გაიმართება. ამავე შეჯიბრში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ზვიად გოგოჭურმა (-90კგ)  და ლევან მატიაშვილმა (+100კგ)