Share


ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

2013-04-05 13:50:28

 ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგი, რომელიც ევროპის ჩემპიონატამდე აღარ შეიცვლება და შესაბამისად, რეიტინგში წამყვან პოზიციებზე მყოფი ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე განთესილთა შორის მოხვდებიან. 
-90კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი რეიტინგში პირველ პოზიციას ინარჩუნებს. ამავე წონაში მეთექვსმეტეა ზვიად გოგოჭური. შემდეგ წონითი კატეგორიების მიხედვით:
-60კგ - მეოთხე ადგილზეა ამირან პაპინაშვილი, ხოლო ბეთქილ შუკვანი მეშვიდეზე. თუ ევროპის ჩემპიონატზე რუსი ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი (რეიტინგში მეორე) არ იასპარეზებს, ამირამ პაპინაშვილი პირველ ნომრად იქნება განთესილი.
-66კგ - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ ფრანგი დევიდ ლაროსი უსწრებს.
-73კგ - ზებედა რეხვიაშვილი, სამსუნის გრან პრიზე მოპოვებული 120 ქულის შემდეგ, რეიტინგში მე-17 პოზიციამდე დაწინაურდა და ახლა ევროპელებს შორის რეიტინგში მეექვსეა. სავარაუდოდ, იგი ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ნომრად იქნება განთესილი. ნუგზარ ტატალაშვილი რეიტინგში 21-ეა. 
-81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი რეიტინგში მესამეა, ხოლო ევროპელებს შორის პირველი. 24-ე ადგილზეა ლევან წიკლაური.
-100კგ - ლევან ჟორჟოლიანი - მე-13, ირაკლი ცირეკიძე (რომელიც აღარ ასპარეზობს) - მე-15, ალექსანდრე მსხალაძე - 39-ე, დავით ლორიაშვილი - 50-ე.
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი - მეხუთეა. თუ ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტები ტედი რინერი და ალექსანდრ მიხაილინი ევროპის ჩემპიონატზე არ გამოვლენ, ადამ ოქრუაშვილი იქ პირველ ნომრად იქნება განთესილი.