Share


ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე

2026-11-01 20:40:23

იტალიის ქალაქ ნეაპოლში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კონტინენტის ჩემპიონი ლუკა ჯავახიშვილი გახდა, რომელმაც -90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში თანაგუნდელ ნიკოლოზ დავლაძეს სძლია.

ფინალური დაპირისპირება დაძაბული და თანაბარი გამოდგა. ორივე ძიუდოისტი აქტიურად ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, თუმცა შეხვედრის ბედი გაფრთხილებებმა გადაწყვიტა. დამატებით დროში მსაჯებმა ნიკოლოზ დავლაძეს მესამე შიდო მისცეს, რის შედეგადაც გამარჯვება და ევროპის ჩემპიონის ტიტული ლუკა ჯავახიშვილს დარჩა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ სამი ბრინჯაოს მედალია:

  • ლუკა გადელია  −60 კგ;
  • მათე ბერუაშვილი  −73 კგ;
  • ნინო ლოლაძე  −57 კგ.

ამრიგად, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.

 

ვერცხლის მედალი შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში

საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა შერეულ გუნდურ ტურნირშიც. ქართველებმა ძიუდოისტებმა პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს სძლიეს. ნახევარფინალში მასპინძელი იტალიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

ფინალური შეხვედრა უკიდურესად დაძაბული გამოდგა და საფრანგეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.