Share


საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

2026-04-19 22:05:15

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. შეჯიბრების დასკვნით მეოთხე დღეს ევროპის ჩემპიონი +100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ჩეხ ლუკაშ კრპალეკს მოუგო. მან ამით საქართველოს ნაკრებს ამ ჩემპიონატზე მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში სარეკორდოა. აქამდე ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი 3 ოქროს მედალი 1993 და 2013 წლებში ჰქონდათ მოპოვებული.

ამავე დღეს -100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ილია სულამანიძემ. შედეგად საქართველოს ნაკრემა საერთო გუნდურ ჩათვლაში 4 ოქროს 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე 2 ოქროს 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით საფრანგეთი გავიდა, მესამეზე კი რუსეთის ნაკრები (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო).