Share


ლუკა მაისურაძის ოქრო ევროპის ჩემპიონატზე

2026-04-18 22:00:40

ლუკა მაისურაძე თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველი გულკშემატკივრები -90კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალის მოლოდინში იყვნენ, რადგან აქ შეჯიბრების პირველი და მეორე ნომრები ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ასპარეზობდნენ, მაგრამ ფინალში მხოლოდ ერთი ქართველი ლუკა მაისურაძე გავიდა, რომელმაც სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს კი თბილისში წარმატებით ასპარეზობაში ხელი შეჯიბრების დროს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა. ტრავმირებულმა ბექაურმა ნახევარფინალში კი გააღწია, მაგრამ აქ იგი მაიდოვთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ოლიმპიურ პრიზიორთან ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ამბუსთან.

-81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი. ფინალურ შეხვედრაში იგი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან რუს ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა. აღასანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშილმა მეექვსედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ექვსივეჯერ იგი ფინალში გავიდა, საიდანაც მის ანგარიშზე სამი ოქროს და სამი ვერცხლის მედალია.