Share


2 ოქრო ერთ დღეს

2026-04-17 21:55:45

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ.

-57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა. ფინალამდე კი ოთხი შეხვედრა მოიგო. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ეთერ ლიპარტელიანისთვის ეს კარიერაში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალია. აქამდე ის ფლობდა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალს.

ლაშა შავდათუაშვილმა თავის კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. -73კგ წონით კატეგორიაში იგი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბას მოუგო. ფინალში კი მან მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აზერბაინაჯელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება 13 წლის შემდეგ მოახერხა. 2013 წელს ის ევროპის ჩემპიოინი -66კგ წონით კატეგორიაში გახდა. გარდა ამისა, მას ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს -60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გიორგი სარდალაშვილი გახდა. იგი თბილისში ევროპის ჩემპიონატს ჩემპიონის რანგში შეხვდა, მაგრამ ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა.