Share


საქართველოს ნაკრები 23 წლამდელთა ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

2025-11-02 21:21:45

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვაში გამართული ევროპის 23 წლამდელთა ჩემიპონატი ტრიუმფით დაასრულა. ჩემპიონატის ბოლო დღეს გაიმართა შეჯიბრება შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, სადაც საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად იყო განთესილი. ქართველმა ძიუდოისტებმა გაამართლეს ფავორიტის სტატუსი და ზედიზედ მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

პირველი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებმა 4-2 მოუგო რუმინეთს. ნახევარფინალში კი 4-1 სძლია თურქეთის ნაკრებს. ფინალში ქართველების მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იყო. ძირითადი შეხვედრები 3-3 დასრულდა. დანიშნულ დამატებით შეხვედრაში კი გიორგი ტერაშვილმა (-73კგ) საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოაპოვებინა. მის გარდა საქართგველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ ნინო ლოლაძე (-57კგ), ნინო წიკლაური (-70კგ), ლიზი ქვარცხავა (+70კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (-90კგ) და შალვა გურეშიძე (+90კგ), ნაკრების მწვრთნელები ლომერ ჟორჟიოლიანი და კახა მოცრაძე.

23 წლამდელთა შორის ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატი მეხუთედ ჩატარდა. აქედან სამჯერ (2021, 2024, 2025) საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ (2022, 2023) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შედეგები