Share


გიორგი ჯაბნიაშვილი 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

2025-11-01 20:18:20

საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართული ევროპის ჩემპიონატი ინდივიდუალურ ასპარეზობაში 6 მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონი -90კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში მასპინძელთა ფავორიტი მიხაილ ლატიშევი დაამარცხა. მანამდე გიორგიმ სძლია ესპანელ, პორტუგალიელ და აზერბაიჯანელ მეტოქეებს.

ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ მათე გოგობერიშვილი (-60კგ) და მათე ბერუაშვილი (-73კგ). ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნინო ლოლაძემ (-57კგ), კოტე კაპანაძემ (-81კგ) და შალვა გურეშიძემ (+100კგ).