გურამ თუშიშვილი უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე +100 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ქართველი ძიუდოისტი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელთან ინალ ტასოევთან დამარცხდა. თუშიშვილმა ფინალამდე სძლია სლოვაკ მარიუს ფიზელს, გერმანელ ლოსენი კონეს, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სამხრეთ კორეელ მინჯიონ კიმს, რომელთანაც შარშან დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.
გურამ თუშიშვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მეოთხე მედალია. ორი ვერცხლის მედლის გარდა იგი არის ოქროს და ბრინჯაოს მედლის მფლობელი.