ლუკა მაისურაძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იტალიელი კენი კომი ბედელი დაამარცხა. მანამდე მაისურაძემ სძლია აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს, იტალიელ კრისტიან პარლატის, ჩეხ დევიდ კლამერტს, ესტონელ კენ კრისტოფერ კალიულაიდს, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან სანშირო მურაოსთან დამარცხა.
ბუდაპეშტში მოპოვებული მედალი ლუკა მაისურაძისთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მეოთხე მედალია. პირველად ბრინჯაოს პრიზიორი იგი ექვსი წლის წინ -81 კგ წონით კატეგორიაში გახდა. შემდეგ გადავიდა -90კგ წონით კატგეორიაში, სადაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.