ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. -81კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, იგი ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელთან ტიმურ არბუზოვათან დამარცხდა. ფინალში წარბგახეთქილ ტატო გრიგალაშვილს სისხლდენის გამო რამდენჯერმე მოუწია ექიმების დახმარება, რამაც იმოქმედა ქართველი ძიუდოისტზე და მეტოქის წინააღმდეგ მან ვერაფერი გააწყო.
ტატო გრიგალაშვილს, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა, ფინალამდე საკმაოდ დაძაბული შეხვედრები ჰქონდა. პირველ შეხვედრში მან თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკთან დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ გეორგი გრამატიკოვს სძლია. მეოთხედფინალში მას ტრადიციული მეტოქე ბელგიელი მატიას კასე დაუპირისპირდა. ეს ორთაბრძოლა 9 წუთზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ქართველმა ბელგიელი გაფრთხილებებით დაამარცხა. ნახევარფინალში გრიგალაშვილმა აზერბაიჯანის წარმომადგენელს ზელიმ ცკაევს სძლია.
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ სამჯერ მოგების შემდეგ ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ იგი ზედიზედ მეხუთედ იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.