ტატო გრიგალაშვილმა მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მსგავსად, ვეღარ მოახერხა რუსი ტიმურ არბუზოვის დამარცხება და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გრიგალაშვილმა, -81კგ წონით კატეგორიაში პირველ შეხვედრაში დაამარცხა უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვი, შემდეგ ჩეხი იან სვობოდა და ბულგარელი ჰრისტო ვალკოვი, ნახევარფიონალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს სძლია. 25 წლის ტატო გრიგალაშვილი 2020 წლიდან მოყოლებული ზედიზედ მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ამ ხუთი ფინალიდან მან სამი მოიგო.
ამავე დღეს გაიმართა შეხვედრები -90კგ წონით კატეგორიაში, სადაც ლუკა მაისურაძემ და გიორგი ჯაბნიაშვილმა იასპარეზეს. ორივე ძიუდოისტი მეშვიდე ადგილს დასჯერდა. მარიამ ჭანტურიამ კი -70კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.