Share


ილია სულამანიძის ოქრო ევროპის ჩემპიონატზე

2025-04-26 20:24:20

ილია სულამანიძე მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ თამაშებზე ფინალური ბრძოლის დათმობის შემდეგ, ამჯერად, დაამარცხა აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი და უფროსებს შორის პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

ილია სულამანიძე -100კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მესამე წელია ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახერხებს გასვლას, მაგრამ გამარჯვებას აქამდე ვერ ახერხებდა. პოდგორიცაში იგი მაქსმიმალურად მობილიზებული იყო. მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა სერბი ალექსანდრ კუკოლი, იტალიელი ჯენარო პირელი, ნახევარფინალში კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის ნაკრების წევრს არმან ადამიანს სძლია. ზელიმ კოცოევმა ორი წლის წინ სულამანიძეს ევროპის ჩემპიუონატის ფინალში მოუგო, ამჯერად კი ვერაფერს გახდა.

საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ილია სულამანიძის გარდა, ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა (-60კგ) მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) გახდნენ.