გიორგი სარდალაშვილმა მონტენეგროში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. -60კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელს აიუბ ბლიევს დამატებით დროში მოუგო და კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი უფროსებს შორის. მას აქამდე ევროპის ჩემპიონატზე მედალიც არ ჰქონდა მოპოვებული. სარდალაშვილმა ფინალამდე დაამარცხა უნგრელი მარტონ ანდრასი, სომეხი აშიკ ანდრეიანი და ნახევარფინალში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი.
21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატზე როგორც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობდა. იგი უკვე -60კგ წონით კატეგორიაში როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებიდან იასპარეზეს ვაჟა მარგველაშვილმა, თემურ ნოზაძემ (ორივე -66კგ) და ჯულიეტა როდონაიამ (-48კგ), მაგრამ სამივე მეოთხედფინალამდე დამაცხდა და შესაბამისად, მათ დამამშვიდებელ წრეშიც აღარ მიეცათ მედლისთვის ბრძოლის უფლება.