Share


გურამ თუშიშვილის ვერცხლი

2024-05-23 20:07:14

გურამ თუშიშვილმა აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი +100კგ წონით კატეგორიაში მეოთხე ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. მან პირველ წრეში დაისვენა. შემდეგ კი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა ალჟირელი მოჰამედ ელ მეჰდი ლილი და თურქი იბრაჰიმ ტატაროღლუ. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ოლიმპიური პრიზიორი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტი ტამერლან ბაშაევი იყო. თუშიშვილმა შეხვედრა ტაქტიკურად სწორად წარმართა და შეხვედრის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ნახევარფინალში მან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა უზბეკი ალიშერ იუსუპოვი და ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ კორეელ მინჯიონ კიმ დაუპირისპირდა. კორეელ მეტოქეს გურამმა ვერაფერი მოუხერხა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, რაც მის კარიერაში მსოფლოის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ვერცხლის მედალია. იგი აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოქროსა და ბრინჯაოს მედალს ფლობდა.

შედეგად საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ნაკრების ისტორიაში წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგის გამეორებაა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრები კაცთა და ქალთა საერთო გუნდიურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა.

გურამ თუშიშვილის გარდა, საქართველოს ნაკრებიდან აბუ-დაბიში მედალოსნები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (-60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ), რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს და ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.