Share


ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაო

2024-05-20 18:39:08

ვაჟა მარგველაშვილი აბუ-დაბიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი მატეო პირასი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.

ქართველი ძიუდოისტი -66კგ წონით კატეგორიაში მეექვსე ნომრად იყო განთესილი. მან პირველ წრეში დაისვენა. პირველი შეხვედრა კი ინდივიდუალურ ნეიტრალურ ათლეტთან მურად ჩოპანოვთან ჩაატარა და დაახლოებით წუთნახევარში გაიმარჯვა. ვაჟამ შემდეგ სძლია უზბეკ სარდორ ნურილაევს. მეოთხედფინალში კი ვერაფერი გააწყო იაპონელი ტაკეში ტაკეოკას წინააღმდეგ და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო.

30 წლის ვაჟა მარგველაშვილმა ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატი მეორედ მოიგო. ივლისში კი მას შანსი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვოს. წინა ოლიმპიადაზე იგი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა