Share


ვერცხლი ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე

2024-04-28 21:02:53

საქართველოს ნაკრები ევროპის კაცთა და ქალთა შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიურ ჩემპიონთან საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე დაამარცხა იტალიის და ხორვატიის ნაკრებები. ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მეორე ადგილით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდურ რეიტინგში ადგილს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს და არსებობს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობის უფლება მიიღოს. ამისთვის საჭიროა იმ წონით კატეგორიებში, რომელიც გუნდურ შეჯიბრებაზეა, ინდივიდუალურად მოპოვებული გვქონდეს ოლიმპიადის მინიმუმ ხუთი ლიცენზია. ოთხი ლიცენზია, ფაქტობრივად, მოპოვებულია. მეხუთე ლიცენზიის მოპოვების შანსი კი აქვს სოფიო სომხიშვილს. რის შემდეგაც გუნდური შეჯიბრებისთვის დამატებით ლიცენზიას მივიღებთ და საქართველოს ნაკრები პირველად შეძლებს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდის გამოყვანას.