Share


ევროპის თასი კადეტთა შორის თელავში

2024-04-25 08:39:40

27-28 აპრილს თელავის სპორტის სასახლეში პირველად გაიმართება ევროპის თასი კადეტთა შორის, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 14 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი. ევროპის თასი გაიმართება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე 62 ვაჟი და 50 გოგონა იასპარეზებს.

მსგავსი რანგის შეჯიბრება საქართველოში მეორედ ტარდება. ევროპის თასი კადეტთა შორის პირველად შარშან გორში ჩატარდა და ევროპის ძიუდოს კავშირის მაღალი შეფასება დაიმსახურა. შესაბამისად, საქართველოში გასამართი ევროპის თასი კვლავ მოხვდა ძიუდოს საერთაშორისო კალენდარში და ამჯერად მასპინძლობის პატივი თელავს ერგო.

27 აპრილს გაიმართება შეხვედრები ვაჟებში -50კგ, -55კგ, -60კგ, -66კგ და გოგონებში -44კგ, -48კგ, -52კგ წონით კატეგორიებში. ხოლო 28 აპრილს ვაჟებში -73კგ, -81კგ, -90კგ და +90კგ და გოგონებში -57კგ, -63კგ, -70კგ, და +70კგ.

შეხვედრები ორივე დღეს 10:30-ზე დაიწყება.

პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები