Share


მილიონი ლარი პირად მწვრთნელებს

2023-12-20 16:31:09

სასტუმრო ბილტმორში გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტის პრეზენტაცია პირობითი სახელწოდებით „მილიონი ლარი პირად მწვრთნელებს“. პროექტის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს ძიუდოს ფგედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა. პროექტი ითვალისწინებს ახალი საგამოცდო-საშეჯიბრო პრაქტიკის დანერგვას ნორჩ ძიუდოისტებში, რომლის მიხედვითაც პირადი მწვრთნელები მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. დავით ქევხიშვილმა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს. ნორჩ ძიუდოისტებში გამოცდები უკვე მიმდინარეობს, ხოლო შეჯიბრებები მომავალი წლის იანვარში დაიწყება. აქვე წარმოადგინეს 2024 წლის შეჯიბრებების კალენდარი, რომლის მიხედვით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია თითქმის ყოველ შაბათ-კვირას თავად ჩაატარებს შეჯიბრებებს ბავშვებში.

პროექტი

კალენდარი 2024