2024 წლიდან ძიუდოში შიდა ტურნირების ჩატარებას უზრუნველყოფს მხოლოდ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მის მიერვე შექმნილი საშეჯიბრო ჯგუფის (კომისიის) მეშვეობით, წინასწარ გაწერილი კალენდრის შესაბამისად. უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება 2024 წლის საშეჯიბრო კალენდარი არამარტო საშეჯიბრო დროის, არამედ მათში მონაწილეობის წესებისა და პირობების გათვალისწინებით. მანამდე კი გთავაზობთ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებისთვის სავალდებულო საგამოცდო საკითხებს, რომელიც გახლავთ უმთავრესი წინაპირობა ზემოაღნიშნულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.
11-12 წლის (2012-2013 წელს დაბადებულები) და 13-14 წლის (2010-2011 წელს დაბადებულები) ძიუდოისტებისთვის გამოცდები ჩატარდება 5 იანვრიდან 5 თებერვლამდე შესაბამის რეგიონში რეგიონული კურატორების მიერ.
მოთხოვნები 11-12 წლის ბავშვისთვის ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად. https://gjf.ge/arqivi/motxovna-11-12.pdf
მოთხოვნები 13-14 წლის ბავშვისთვის ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად. https://gjf.ge/arqivi/motxovna-13-14.pdf
15-17 წლისებისთვის (2007-2009 წელს დაბადებულები) აუცილებელია ყველა იმ პირობის დაკმაყოფილება რაც მოეთხოვებათ უმცროსი ასაკის ძიუდოისტებს. მათთვის აუცილებელია ცოდნა შემდეგ კომპონენტებში:
1. ძირითადი (ზოგადი) ტერმინოლოგია და მოძრაობები - https://gjf.ge/arqivi/1-sackisi.pdf
2. ტექნიკა დგომში (ნაგევაზა) და ქვეჭიდში (კატამევაზა) - https://gjf.ge/arqivi/2-klasifikacia.pdf
3. ნაგენოკატა (ძიუდოს პრინციპების ჩვენება) - https://gjf.ge/arqivi/3-nagenokata.pdf
აქ შეგიძლიათ ნახოთ ნაგენოკატას სრული ვერსია - https://youtu.be/YOcVfmmMBLY?si=4xDYE4r4eTKrNjKz
2007-2009 წელს დაბადებულ ძიუდოისტებს გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ 16-17 დეკემბერს და 23-24 დეკემბერს როგორც თბილისში (ძიუდოს აკადემია, ბელიაშვილის 38), ისე ქუთაისში (დავით ხახალეიშვილის სახელობის ჭიდაობის სპორტული სკოლა. ნიკეას 17). საგამოცდო კომისია იმუშავებს 10:00-17:00 საათებში.
გამოცდაჩაუბარებელი ძიუდოისტები არ დაიშვებიან სალიცენზიო შეჯიბრებებზე.