Share


ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრან სლემი მოიგო

2023-10-24 20:17:19

ვაჟა მარგველაშვილი აბუ-დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -66კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი მუხრიდინ ტილოლოვი დაამარცხა. ფინალამდე კი ოთხი შეხვედრა მოიგო. ამ სეზონში ეს ძიუდოს საერთაშორისო ტურში ვაჟა მარგველაშვილის მეორე გამარჯვებაა. თებერვალში მან თელ-ავივი გრან სლემზე იმარჯვა. ამ მოგებით ვაჟა მარგველაშვილმა საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა საერთაშორისო რეიტინგში.

ამავე ტურნირში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი, რომლისთვისაც ეს ძიუდოს საერთაშორისო ტურში მოპოვებული პირველი მედალია.