Share


ბრინჯაოს ევროპა

2023-06-25 17:13:12

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვაჟთა და გოგონათა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ინდივიდუალურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ გიორგი გივიშვილი (-66კგ), ლუკა თევდორაძე (-90კგ) და შოთიკო გოჩიაშვილი (+90კგ).

ქართველმა ძიუდოისტებმა გაცილებით უკეთ იასპარეზეს გუნდურ შეჯიბრებაში. მართალია გუნდმა აქაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ ამ ბრინჯაოს უფრო მეტი ფასი აქვს.

გუნდურ შეჯიბრში ქართველმა ძიუდოისტებმა  4-2 დაამარცხეს უნგრეთი, 4-3 სძლიეს თურქეთს, ნახევარფინალში 3-4 დამარცხდნენ საფრანგეთთან, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კი 4-2 სძლიეს ნიდერლანდების ნაკრებს.