დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა ავსტრიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები ლინცში გამართულ გრან პრიზე სულ ოთხი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და ორმა მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა. ორივე მათგანისთვის ეს ძიუდოს საერთაშორისო ტურში მოპოვებული პირველი მედალი აღმოჩნდა. დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა -81კგ წონით კატეგორიაში მედლისკენ თითქმის ერთნაირი გზა გაიარეს. სამი მოგების შემდეგ ისინი მეოთხედფინალში გავიდნენ. ამ ეტაპზე ორივემ წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც წარმატებით იასპარეზეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მედლების მფლობელები გახდნენ.