Share


ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

2023-02-18 22:31:45

ბექა ღვინიაშვილმა თელ-ავივის გრან სლემი მოიგო. -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან კარგად ნაცნობი მეტოქე უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ტურნირში პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველსავე შეხვედრაში სამი კვირის წინ ჩატარებული პორტუგალის გრან პრის გამარჯვებულთან ბულგარელ ივაილო ივანოვთან მოუწია დაპირისპირება, რომელმაც პორტუგალიაში ფინალში, სწორედ უნგრელ ტოტს სძლია. შემდეგ ღვინიაშვილმა დაამარცხა უკრაინელი არტიომ ბუბირი, მონღოლი ალტანტაგანა ბატულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი. ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ტურის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში კარიერაში მეცამეტე ოქროს მედალი მოიპოვა. სულ კი მას 28 მედალი დაუგროვდა.