ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის ტიტული.
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრან სლემის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, მაგრამ წინა ორ შემთხვევაში იაპონელ ძიუდოისტებთან მარცხდებოდა. ამჯერად კი მას იაპონელ ძიუდოისტთან დაპირისპირება მერვედფინალში მოუწია და ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. გულშემატკივრები ფინალში გრიგალაშვილისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტის მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრის ბელგიელი მატიას კასეს დაპირისპირებას ელოდნენ, თუმცა კასე შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა და საერთოდ მედლის გარეშე დარჩა. გრიგალაშვილმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს ამ წონით კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესოა. იგი მსოფოიო რეიტინგის ლიდერი არა მხოლოდ -81კგ წონით კატეგორიაშია, არამედ ყველა წონითი კატეგორიის საერთი რეიტინგსაც დამაჯერებლად ლიდერობს.
-90კგ წონით კატეგორიაში პარიზის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.