Share


ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

2022-10-09 19:22:54

ტატო გრიგალაშვილი ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი მატიას კასე დამატებით დროში დაამარცხა.

ტატო გრიგალაშილი, როგორც მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, -81კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მუხედავად ამისა, კენჭისყრისას იოლი ბადე არ შეხვდა. პირველ წრეში იგი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ფრანგ ალფა ოუმარ ჯალოსთან მოუწია დაპირისპირება და პრობლემების გარეშე გაიმარჯვა. მესამე წრეში მან დამატებით დროში დაამარცხა მედიკსონ დელ ორბე კორტორეალი დომინიკის რესპუბლიკიდან და მეოთხედინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი ტაკენორი ნაგასე იყო. ტატომ დამატებით დროში გაფრთხილებებით გაიმარჯვა. ნახევარფინალში მას უკვე აზერბაჯანის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი საიდ მოლაი დაუპირისპირდა. ტატომ ეს შეხვედრაც გაფრთხილებებით მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც უკვე მატიას კასეს შეხვდა. ეს ძიუდოისტები ერთმანეთს შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ და ის შეხვედრა ბელგიელის გამარჯვებით დასრულდა. გრიგალაშვილმა რევანში ევროპის ჩემპიონატზე აიღო, სადაც ბელგიელი მეტოქე ფინალში დაამარცხა. ამჯერად, დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიც მოუგო და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

22 წლის ტატო გრიგალაშვილი საქართველოს ისტორიაში გახდა მეცხრე ძიუდოისტი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუპოვებია.

თემურ ხუბულური (1979,1981);

ამირან ტოტიკაშვილი (1989);

კობა კურტანიძე (1989);

ირაკლი ცირეკიძე (2007);

ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014);

გურამ თუშიშვილი (2018);

ლუხუმ ჩხვიმიანი (2019);

ლაშა შავდათუაშვილი (2021);

ტატო გრიგალაშვილი (2022).