საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი და გიორგი ტერაშვილი დაეუფლნენ. ბრინჯაოსმედალოსნები კი თორნიკე მაზიაშვილი და შალვა გურეშიძე გახდნენ.
-60კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულმა გიორგი სარდალაშვილმა ამჯერად ფინალი წააგო იაპონელ ძიუდოისტთან. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამ წონაში თორნიკე მაზიაშვილი გახდა.
-73 კგ-წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა გიორგი ტერაშვილი, რომელიც მთელი შეჯიბრების განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ფინალში მანაც ვერაფერი გააწყო იაპონელ ძიუდოისტთან. ამ წონაში მედალთან ახლოს იყო კოტე კაპანაძე, მაგრამ იგი მესამე ადგილისვის შეხვედარში დამარცხდა.
ასევე მესამე ადგილისთვის პაექრობა წააგო -90კგ წონით კატეგორიაში თორნიკე ფოლადიშვილმა. შესაბამისად, ისიც მედლის გარეშე დარჩა.
+100კგ წონით კატეგორიაში ბრიონჯაოს მედალი შალვა გურეშიძემ მოიპოვა. ერთადერთი შეხვედრა მანაც მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან იაპონელ ძიუდოისტთან ნახევარფინალში წააგო.
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს გაიმართა გუნდური შეჯიბრება, სადაც საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტები საფრანგეთთან დამარცხდნენ. მანამდე საქართველოს ნაკრებმა წააგო თურქეთთან და რეპეშაჟში დაამარცხა უზბეკეთი. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული კი იპონიის ნაკრები გახდა.