Share


7 მედალი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტვივალზე

2022-07-29 23:22:32

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და 5 ბრინჯაო.

ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ დავით ლომიტაშვილი (-55კგ) და გიორგი ტაბატაძე (+100კგ); ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: დავით ქარელი (-60კგ), თორნიკე მოსიაშვილი (-66კგ), ნინო გულბანი (-70კგ), არჩილ მამულაშვილი (-90კგ), გიორგი ბადუაშვილი (-100კგ).

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 2 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა. გოგონათა შედეგების გათვალისწინებით კი მესამე ადგილზე გავიდა.