Share


5 მედალი უნგრეთის გრან სლემზე

2022-07-10 22:20:26

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ გრან სლემზე 5 მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ), ლაშა შავდათუაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ). ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ თემურ ნოზაძე (-60კგ) და ბექა ღვინიაშვილი (-90კგ).