Share


ბრინჯაო ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე

2022-06-26 21:59:25

საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებმა ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატში ჭაბუკთა შორის მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოსტებმა პირველ შეხვედრაში 4-3 სძლიეს ნიდერლანდების ნაკრებს. შემდეგ 4-2 დაამარცხეს ავსტრიის ნაკრები და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ასეთივე ანგარიშით დამარცხდნენ ჩემპიონატის მომავალ გამარჯვებულთან უკრაინის ნაკრებთან. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა 4-1 დაამარცხა უნგრეთის ნაკრები.

შერეულ გუნდურ ჩემპიონატში თითოეულ ნაკრებში შეხვედრაში 3 ვაჟი და 3 გოგონა ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრაში ერთი შემადგენლობით იასპარეზა. გოგონებში ნაკრების ღირსებას იცავდნენ თამარ გიგოლაევი, ნინო დარჩია და ლიზი ქვარცხავა, ვაჟებში - დავით კევლიშვილი, საბა გველესიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი. აღსანიშნავია, რომ თამარ გიგოლაევმა ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო, ხოლო ლიზი ქვარცხავას გამარჯვება გადამწყვეტი გახდა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში.