Share


კიდევ სამი ოქრო მესამე დღეს

2022-06-05 21:18:38

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა თბილისის გრან სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ვაჟთა შორის სამივე წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს და ჯამში გრან სლემზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარეს. სულ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თბილისის გრან სლემზე 14 მედალია. აქედან 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.
ქართული ფინალი გაიმართა -100კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება სანებლიძეს დარჩა.
-90კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქე უნგრელი კრიშტიან ტოტი დაამარცხა.
+100კგ წონით კატეორიაში თბილისის გრან სლემი ზედიზე მეორედ მოიგო გელა ზაალიშვილმა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლევან მატიაშვილი, რომლისთვისაც ეს თბილისის გრან სლემსა და გრან პრიზე მოპოვებული მეექვსე მედალია. ამ სარეკორდო მაჩვენებლით ის ლაშა შავდათუაშვილს გაუტოლდა.
გრან სლემზე კარიერის პირველი მედალი მოიპოვა სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც ერთადერთი შეხვედრა ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან ფრანგ ჯულია ტოლოფუასთან მეოთხედფინალში დათმო.