ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა -73კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი კენ ოიოში დაამარცხა. 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც თბილისშის ტურნირს ჯერ გრან პრის, ხოლო შემდეგ გრან სლემის სტატუსი მიენიჭა, ლაშა შავდათუაშვილმა მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი. სულ კი მას უკვე სხვადასხვა სინჯის 6 მედალი აქვს, რაც აქამდე არც ერთ სხვა ძიუდოისტს არ მოუპოვებია.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 19 წლის გიორგი ტერაშვილმა, რომელმაც ტურნირში ერთადერთ შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილტან ნახევარფინალში დათმო.
-81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა. ამ წონაში სამხრეთ კორეელმა იონვან ლიმ იმარჯვა.
შეჯიბრების ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.