ლაშა შავდთუაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებბული გახდა. ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო და თავისი მედლების კოლექცია კიდევ უფრო გაამდიდრა. მან -73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო გაფრთხილებებით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა პარიზის გრან სლემზე კიდევ 3 მედალი მოიპოვეს. -81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ).
საქართველოს ნაკრებიდან პარიზის გრან სლემზე კიდევ ორმა ძიუდოისტმა იასპარეზა. -90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ აქ აკრძალული ილეთის გამო შეჯიბრებიდან მოხსნეს. ლუკა მაისურაძე კი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა.