გიორგი სარდალაშვილი იტალიის ქალაქ ოლბიაში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა მთელი შეჯიბრება დამაჯერებლად იჭიდავა. ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი ტურან ბაირამოვი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გიორგი სარდალაშვილი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და მას, ფაქტობრივად, 2 წლით უფროსებთან უწევდა ჭიდაობა. ერთი თვის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.