საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი -81 კგ წონით კატეგორიაში ალექსანდრე ლოლაძე გახდა. ბრინჯაოს მედლები არჩილ მამულაშვილმა (-90კგ) და საბა ქარდავამ (+90კგ) მოიპოვეს.