Share


გრიგალაშვილის ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე

2021-06-09 23:44:04

ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მან -81 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე 5 შეხვედრა ისე მოიგო, რომ ერთი გდებაც არ გაუშვია. ფინალში კი მსოფლიოს რეიტინგის პირველ ნომერთან ბელგიელ მატიას კასესთან დამატებით დროში დამარცხდა.

21 წლის ტატო გრიგალაშვილი თავის კარიერაში პირველად მონაწილეობდა უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე და პირველსავე ჯერზე მოახერხა მედლის მოპოვება.

ამავე წონაში მონაწილეობდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი მსოფლიოს წინა ჩემპიონატის პრიზიორი ლუკა მაისურაძე, რომელიც ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მესამე წრეში დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.