Share


სამი ბრინჯაო მეორე დღეს

2021-03-27 19:12:50

თბილისის გრან სლემზე მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მედალოსნები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი (ორივე -73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81კგ). განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდა ალეკო მამიაშვილის მედალი, რადგან იგი მსგავსი რანგის შეჯიბრების დებიუტანტი იყო და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დაამარცხა რუსი დენის იარცევი, რომელთანაც ამ დღეს ერთადერთი შეხვედრა წააგო ლაშა შავდათუაშვილმა. ლაშამ ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კოსოვოელ აკილ გჯაკოვას სძლია.

ზედიზედ ოთხი ტურნირის მოგების შემდეგ ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ნახევარფინალში ბელგიელმა სამი შუშიმ დაამარცხა. ტატომ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელს თბილისის გრან პრის ორგზის გამარჯვებულს ალან ხუბეცოვს მოუგო.

სრული შედეგები