Share


ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებში

2020-11-06 23:27:38

საქართველოს ძიუდოისტმა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ პორეცში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის თითო ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა, რომელმაც -100კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ვერცხლის მედალი ლუკა კაპანაძემ -66კგ წონით კატეგორიაში დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს მედალი +100კგ-ში საბა ინანეიშვილმა მოიპოვა.