პორტუგაგალიის ქალაქ ოდიველაშში დასრულდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქართულმა კლუბებმა. ჩემპიონთა ლიგაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კლუბმა “გოლდენ გორი“. ხოლო ევროპა ლიგაში გამარჯვებული გახდა კლუბი „მებრძოლი“, რომელმაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში რვა საუკეთესო კლუბს შორის ორი ქართული კლუბი იქნება - „გოლდენ გორი“ და „მებრძოლი“. ევროპის საკლუბო ჩემპიონატში რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი სხვა კლუბების შემადგენლობაში გამოვიდა.