საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ-დაბის გრან სლემზე 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვეცხლის მედლის მფლობელი -81კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა, რომელმაც ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო, ფინალში კი სამხრეთ კორეელ ჯინ მუნ ლისთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედალი -90 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ტურნირში ჯამში ოთხი შეხვედრა მოიგო და ერთადერთი დაპირისპირება მანაც სამხრეთ კორეელ ძიუდოისტთან მსოფლიოს ექსჩემპიონთან დონგჰან გვაკთან დათმო.
გრან სლემზე მეხუთე ადგილზე გავიდა ტეტიანა-ლევიცკა შუკვანი, რომელმაც -52კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა. ამით მან მსოფლიოს რეიტინგში თავის აქტივს 360 ქულა შემატა და ოლიმპიადის სალიცენზიო ზონას მიუახლოვდა.