მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის შეჯიბრის მესამე დღეს ვაჟებში შეჯიბრი 2 წონით კატეგორიაში გაიმართა და ორივეში ოქროს მედლები საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მოიპოვეს. -81 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ახალკაცი გახდა, ხოლო -90კგ-ში ლაშა ბექაურმა მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. -81კგ-ში ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
მაროკოში მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის სამი დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრები ლიდერობს.