ალმატიში მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
+90კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვა. გიგა ტატიაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა. -50კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნიკა ბაჩიაშვილი.