Share


1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ოლიმპიურ ფესტივალზე

2019-07-28 22:17:19

ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოში გამართულ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოლიმპიურ ფესტივალის გამარჯვებული -50კგ- წონით კატეგორიაში ნიკა ბაჩიაშვილი გახდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალს დაეუფლა აკაკი ჯაფარიძე (-81კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: თორნიკე ფოლადიშვილმა (-90კგ), გიგა ტატიაშვილმა (+90კგ) და გვანცა სომხიშვილმა (+70კგ).